რეგიონისაქართველოსიახლეები
ბლოკპოსტები და თერმოსკრინინგი ლენტეხსა და ცაგერში
ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 53 წლის ინფიცირებული მამაკაცის პირველადი კონტაქტები უკვე დადგენილია და მათი რაოდენობა ცაგერში 18-ს, ხოლო ლენტეხში 50-ს აღწევს.
„ზომები, თავისთავად ცხადია, გამკაცრდება, მაგრამ გადაადგილება არ შეიზღუდება. გამშვები პუნქტები მოეწყობა რეგიონში, სადაც თერმოსკრინინგი ჩატარდება. ასევე, იმ რისკის შემცველ სოფელში, სადაც აღნიშნულმა პიროვნებამ იმოძრავა, უკვე დაწყებულია ექიმების შემოვლა. პირველადი კონტაქტები თითქმის დადგენილია და გრძელდება ამ კუთხით მუშაობა“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.