ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

ბლუმბერგის ცნობით, ივანიშვილმა პირველი ქართველი მილიარდერის სტატუსი ისევ დაკარგა

13 დეკემბრის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი 6.02 მლრდ-ით 481-ე ადგილზეა

მიხეილ ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია – ყაზახური ფინტექ კომპანია KASPI-ის CEO-მ ქონებით ბიძინა ივანიშვილს ისევ უსწრებს.

Bloomberg-ის მილიარდერების ბოლო რეიტინგის მონაცემებით, ლომთაძემ $50 მლნ დააგროვა, შედეგად ის 6.21 მლრდ დოლარით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლს ბიძინა ივანიშვილს უსწრებს.

13 დეკემბრის მონაცემებით KASPI-ის CEO 466-ე ადგილზეა, ბიძინა ივანიშვილი 6.02 მლრდ-ით 481-ე ადგილზე.

მიხეილ ლომთაძე

ცოტა ხნის წინ, ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის განკარგულებით, სუპერ-აპ Kaspi-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის „მეგობრობის“ (ყაზახ. „Достык“) მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Kaspi ავრცელებს.

ამ ორდენით აჯილდოებენ იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით საზოგადოებრივ კონსოლიდაციასა და ერებს შორის მშვიდობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღვივებაში.

„Kaspi.kz-ი ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტებით, ყაზახების ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჩვენს გუნდს ღრმას სწამს, რომ ის, რაც კარგია ყაზახებისთვის – კარგია Kaspi.kz-სთვისაც. ძალებს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი საყვარელი მომხმარებლები გავაბედნიეროთ და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, თუ როგორი უნიკალური კომპანიები და ტექნოლოგიები იქმნება ყაზახეთში“, – აღნიშნა საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ლომთაძემ.

ორდენი მიხეილ ლომთაძეს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ასკარ მამინმა გადასცა, ყაზახეთის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ცოტა ხნის წინ, პანდემიისას ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მიხეილ ლომთაძეს კიდევ ერთი, ამჯერად „ეროვნული მადლიერების“ (ყაზახ. „Халық алғысы“) ორდენი გადასცეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button