მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბოდბელი ეპისკოპოსი პოლიტიკურ პროცესებს კვლავ ეხმაურება

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კვლავ ეხმაურება.
განცხადებები მან ხირსის მამათა მონასტერში ჩატარებულ საკვირაო წირვაზე გააკეთა.

სასულიერო პირი თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაართულა.

“ჩემი აზრით, არასწორად ვითარდება მოვლენები. იმ პირობებში რაც მობილობები იყო, გამოიწვია ის, რომ აგვისტოს მერე, ფაქტობრივად ეპიდემია გაძლიერდა. ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა და ამ პოლიტიკას, რაც ყველაზე სამწუხაროა, 3 ათასი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სიმართლე ვთქვათ, არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო. დღეს ჩანს, რომ არ უნდა ჩატარებულიყო. ისიც კი არ გაითვალისწინეს პილიტიკოსებმა. მთავრობა მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ არ ჩაეტარებინა. ერთი მხრიდან ოპოზიცია აწვებოდა. მხოლოდ ერთმა, მგონი ქალბატონმა ნინომ ახსენა, იქნებ გადაიდოსო. არ გადაიდო და რა მივიღეთ- არც პარლამენტში შედიან, სრული პარლამენტიც ვერ შედგა. ხშირად ვეუბნებოდით, რომ ეკლესია ყოფილიყო შერიგების სარბიელი, ხომ არ ვეუბნებოდით, ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზეც ისაუბრა.

” ჩემი აზრით, თუ ეს უნდოდათ, აქამდეც შეეძლოთ. 20 ივნისის შემდეგ და მერეც, სამაჯური რომ მოიხსნა. ამის შემდეგაც, ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რომ რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, მთავარია უცხოეთში დასაყრდენი ეპოვათ. ოპოზიციას ქვეყანაში დასაყრდენი არ აქვს. მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლებას აქვს. ოპოზიციის გარკვეული ძალების მიმართ, ისეა ხალხი განწყობილი, რომ 20 ივნისს, გარკვეული ძალა იქ რომ არ მისულიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ პროკურქტურას არ უნდა შეეტანა მელიაზე პარლამენტში და არც 88 პარლამენტარს არ უნდა მიეცა ხმა. სინოდშია ხოლმე სხვადასხვა აზრი და პარტიაში როგორ არ ექნება ვინმეს სხვა აზრი. გარედან ცუდად ჩანს, რომ ვუყურებ. ერთი გამოდიოდა, ვერ დამიჭერთო, სხვები გამოდიოდნენ, ვერ დაიჭერთო. მოხდა ის, რომ მივიდნენ.ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი გარბოდა. წამოვიდა ევროპიდან და ამერიკიდან სამართლიანი საყვედურები. ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, ბოლოს ოპოზიციაც გაახსენდებათ. პროკურატურა იძახის, გადაიხადოს და გავუშვებთო, არ გადაიხდის და ხომ აღიარებენ ლიდერად. ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა, რაღაც ვერც განდი გახდა, ვერვ მანდელა და ვერც სერვანტესი-“თქვა მეუფემ.

ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკურ პროცესებზე აქტიური განცხადებებით გამოირჩევა და მიმდინარე პროცესებს, თითქმის ყოველთვის ეხმიანება.

მსგავსი პოსტები

Back to top button