ბოდბეში აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით მოხდა.

თვითმხილველების განმარტებით, ოჯახის დიასახლისს გაზქურაზე დადგმული წყალი დარჩა, რომელმაც ადუღების შედეგად გაზის ჩაქრობა და ოთახში ბუნებრივი აირის დაგროვება გამოიწვია.

აფეთქება კი იმ დროს მოხდა, როდესაც ოთახში მცირეწლოვანი ბავშვი შევიდა. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები,იმყოფებოდა კომპანია სოკარის წარმომადგენლობაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც,თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მომხდართან დაკავშირებით, მოკვლევას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button