ბოევიკებმა 45 მშვიდობიანი მოსახლე სიცოცხლეს გამოასალმეს
რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა, დაბა ალ-ამირიაში, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. დაბა, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლს -ანტიკური პალმირას უძველეს ნანგრევებს, სამი კილომეტრი აშორებს. იდციდენტის შედეგად, 45 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
15 მაისს, ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა ტადმურის სოფლის 26 მკვიდრი მოკლეს. ათ მათგანს თავი, ასადის რეჟიმთან თანამშრომლობის გამო მოკვეთეს.
საბედნიეროდ, ისტორიული ქალაქი არ დაზიანდა.
პალმირა – უძველესი არამეული ქალაქი თანამედროვე სირიის ცენტრალურ ნაწილში. პალმირა უძველესი დროიდანვე უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდა. ქალაქიდან 215 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი დამასკო, ხოლო 180 კილომეტრში – მდინარე ევფრატზე არსებული ქალაქი დეირ-ეზ-ზორი.
ეს ადგილი უკვე საუკუნეებია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მთელს სირიის უდაბნოში. პალმირა განიცდიდა ბერძნულ-რომაული და სპარსული ცივილიზაციის გავლენას. რაც აქ არსებულ ნასახლარებზე და ტაძრებზე მკვეთრად აისახება.