მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ბოლნისიდან მოტაცებული არასრულწლოვანი პოლიციამ იპოვა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურიდნან გატაცებული არასრულწლოვნი გოგონა პოლიციამ დღეს იპოვა. მოზარდს თელაველმა სამართალდამცავებმა ცოტახნის წინ მიაკვლიეს.
15 წლის სკოლის მოსწავლე, თავს კარგად გრძნობს და ამჟამად, პოლიცის განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფება.
გოგონას პოვნის ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ,ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოხდა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა, 21 წლის მამაკაცმა, გოგონა იმ დროს გაიტაცა, როცა ის სკოლაში მიდიოდა.
მოზარდის ოჯახმა პოლიციას მიმართა. მომხდარზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაა დაწყებული.