მნიშვნელოვანისაქართველო

ბოლნისის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ, ბოლნისის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი კონსტანტინე ქოჩიშვილი დააკავა. ამის შესახებ ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილემ ლევან ლაზარეშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 144 -ე მუხლის ა, ბ და ზ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაული, რაც პირის მიმართ დამამძიმებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, იმ პირთა ამოცნობის პროცესი მიმდინარეობდა, რომელთაც 16 წლის მოზარდი ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. დღეს დაზარალებულმა ერთი პოლიციელი ამოიცნო.

16 წლის მოზარდი, ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც ის აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button