სპორტი

ილიას ზუროსმა უკრაინასთან მატჩის წინ შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს წინ 2 მთავარი თამაში აქვს ჩასატარებელი. ნაკრების მეტოქეები არიან უკრაინა და ესპანეთი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 28 ნოემბერს ქართველი კალათბურთელები უკრაინას უნდა დახვდნენ.

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ორივე შეხვედრისთვის 13 კალათბურთელი გამოიძახა.

ესენი არიან: თად მაკფადენი,ლუკა მაზიაშვილი,გივი ბაქრაძე,ოთარ ფხაკაძე,კახა ჯინჭარაძე,მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი,გიორგი კორსანტია, ალექსანდრე დევაძე, თორნიკე შენგელია,ბექა ბურჯანაძე,გიორგი შერმადინი და გიორგი ტურძელაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button