მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 043 პირი

კოვიდის მეექვსე ტალღა საქათველოში  – ყველაზე მეტი დაინფიცირებული და ყველაზე გახანგრძლივებული პიკი, რომელიც თვენახევარი გაგრძელდება.

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობის კლება ქვეყანაში მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის დაიწყება. მანამდე კი დღეში ახლად დაავადებულთა რაოდენობა ათობით ათასს მიაღწევს.

სპეციალისტები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად იმატა რეინფიცირების შემთხვევებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.

ეპიდემიოლოგები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 306 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 410 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 351 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

დღიურად აცრილია 2 656 მოქალაქე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 043 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 946 255.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 021 943 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 946 255 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 582 კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა

📌აჭარა – 903

📌იმერეთი – 510

📌ქვემო ქართლი – 196

📌შიდა ქართლი – 238

📌გურია – 92

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 211

📌კახეთი -187

📌მცხეთა-მთიანეთი – 130

📌სამცხე-ჯავახეთი – 134

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 360-ზე მეტი პირი იმყოფება.

პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 616 შეადგინა.

“სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 1 021 943 შემთხვევა. მათგან 946 255 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 582 ადამიანი.

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3.46 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შესაბამის ინფორმაციას პლატფორმა Worldometers ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 339 მილიონს გადააჭარბა. კოვიდ 19-ს დღემდე 5.58 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა 272 მილიონს შეადგენს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 60 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button