მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 076 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 654 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 375 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 976 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 076 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 876 254.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 367 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 920 617-ს. აქედან 876 254 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 367 კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა

აჭარა – 145

იმერეთი – 246

ქვემო ქართლი – 88

შიდა ქართლი – 117

გურია – 55

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117

კახეთი -119

მცხეთა-მთიანეთი -57

სამცხე-ჯავახეთი – 40

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 920 617 შემთხვევა. მათგან 876 254 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 367 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button