მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 27 შეტევა მოიგერიეს-ოკუპანტების 207 440 ჯარისკაცი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 27 შეტევა მოიგერიეს.

“გასული დღის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ ორი მასიური საჰაერო და სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე.

გუშინ შუადღისას, მტერმა კიევის სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის, ისკანდერის საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული ძალების მხრიდან გასროლილი 11 რაკეტიდან 11-ვე განადგურდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 62 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 54. თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზიანდა კერძო სახლები და ინფრასტრუქტურა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 207 440 ჯარისკაცი დაკარგა.
მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 30 მაისამდე პერიოდს. გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ტანკი – 3802
ჯავშანტექნიკა – 7469
საარტილერიო სისტემა – 3445
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 575
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 332
თვითმფრინავი – 313
ვერტმფრენი – 298
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3092
ფრთოსანი რაკეტა – 1107
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6219
სპეცტექნიკა – 454
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button