,,2008 წელს საქართველოში ომი იყო როცა უკრაინული არმია რუსებთან ერთად 2010 წლის 9 მაისს აღნიშნავდა,,
დავითაშვილი "პუტინთან ერთად ვახშამზე არ ყოფილა ის ჩინეთის ხელისუფლების სტუმარი იყო"-ბერაია

2008 წელს საქართველოში სამხედრო აგრესია იყო განხორციელებული, როცა უკრაინული არმია, რუსულ გვარდიასთან ერთად, 2010 წლის 9 მაისს აღნიშნავდა, ამიტომ არ მგონია, რომ უკრაინა-საქართველოს შედარება ისტორიულ ჭრილში საქართველოს ისტორიის საზიანოდ იყოს რუსეთთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ჩინეთში ლევან დავითაშვილი ვახშამს დაესწრო, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია.
„რაც შეეხება ღონისძიებას, ეს იყო ჩინეთის ხელმძღვანელების მიერ მოწყობილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა საქართველო და, სხვათა შორის, ევროკავშირის 12 ქვეყნის წარმომადგენელი. ამიტომ ამის ისე წარმოჩენა და ვიზუალიზაცია, თითქოს ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია. სხვათა შორის, თუ კარგად გახსოვთ, რუსეთი გაერო-ს წევრია და იქაც ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
“ქართული ოცნების” დეპუტატ, ირაკლი ბერაიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს პეკინში გამართულ ბანკეტზე, რომელსაც ვიცე-პრემიერი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად დაესწრო. დეპუტატი ამბობს, რომ თუ მედიის ლოგიკას გავყვებით, მაშინ საქართველოს წარმომადგენლებმა არც გაეროს სხდომებზე უნდა იარონ და არც ეუთოში.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ G20-ის სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთად იყო.
მან არ უპასუხა კითხვას, რატომ არ დატოვა პროტესტის ნიშნად საქართველოს ვიცე-პრემიერმა ბანკეტი.
“ბატონი დავითაშვილი არ ყოფილა პუტინის სტუმარი, ის იყო ჩინეთის ხელისუფლების და ჩინეთის სახელმწიფოს მეთარურის სტუმარი. ის არ ყოფილა პუტინთან ერთად ვახშამზე, ის იყო იმ მიწვეულ ღონისძიებაზე, რომელიც იყო ორგანიზებული ჩინეთის მიერ, მანამდე შედგა იცით თქვენ დიდი ოცეულის სამიტი, სადაც ბლინკენთან ერთად იყო ლავროვი და ჩვენ თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომელსაც თქვენ ავითარებთ, მაშინ არც ეუთოში არ უნდა ვიაროთ, არც გაეროს გენერალური ასაბლეის სხდომებზე არ ვიაროთ, სადაც რუსები არიან წარმოდგენილნი”
მანამდე შედგა G20-ის სამიტი, სადაც ბლინკენთან ერთად იყო ლავროვი და ჩვენ თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომელსაც თქვენ ავითარებთ, მაშინ არც ეუთოში არ უნდა ვიაროთ, არც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე არ უნდა ვიაროთ, სადაც რუსები არიან წარმოდგენილი”, – ამბობს ბერაია.
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ საუბარი იმაზე რომ დავითაშვილი პუტინის შეხვდა მანიპულაციაა.
“თქვენივე შეკითხვა არის მანიპულაცია, რომ საუბრობთ იმაზე, რომ ლევან დავითაშვილი და პუტინი შეხვდნენ. ეს იყო საერთაშორისო ღონისძიება რომელზეც იყო ათასობით სტუმარი და ბევრი სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი. თქვენი შეკითხვავე არის მანიპულაცია, შეკითხვა, რომ შეხვედრა იყო, ეს არის მანიპულაცია, ეს იყო საერთაშორისო ღონისძიება”, – თქვა მან.
კითხვას პროვოკაციული უწოდა “ხალხის ძალის” წევრმა, ეკა სეფაშვილმაც. მისი აზრით, მიზანი საზოგადოებაში განხეთქილების შექმნაა. სეფაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა არც ამერიკას გაუწყვეტია და არც ევროკავშირს.
ბანკეტი 18 ოქტომბერს სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაბულამ გაავრცელა.
როგორც ბანკეტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ლევან დავითაშვილი სხვა სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო, საზეიმო ბანკეტს დაესწრო, სადაც სიტყვით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა.
გარდა ამისა, ფორუმის გახსნის დღეს ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლას ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ეს ჩანს გავრცელებული ვიდეოებიდან, რომელიც მათ შორის კრემლის საიტზეა ხელმისაწვდომი.