მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს

ბოლო 2 წელი გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა.

„მინდა უფრო დეტალურად მოგახსენოთ ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობა. დავიწყებდი, ზოგადად, ეკონომიკის მიმოხილვით. ბოლო 2 წელი გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე მინდა ვთქვა, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 50 მლრდ ლარი, 2021 წელს იყო 60 მლრდ, შარშან იყო 72 მლრდ ლარი და წელს ველოდებით, რომ მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მლრდ ლარი. 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს ეს მაჩვენებელი იქნება 8 200 დოლარი. შეგახსენებთ, რომ 3 წლის წინ, 2020 წელს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 4 500 დოლარი.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ე.წ. საგარეო მოწყვლადობა. შარშან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-თან მიმართებით 6.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და ისტორიულ მინიმუმს – 4.1%-ს გაუტოლდა. ჩვენ თუ შევადარებთ, 2012 წელს მშპ-თან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რომელიც 2-ჯერ უფრო მაღალი იყო, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ და ის 2 მილიარდი დოლარია.

“რეკორდულ მაჩვენებელს – 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ; დაინერგა ინოვაციური მიდგომები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ჩვენი ქვეყნის პოტენციალით უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოს უმსხვილესი და მრავალმილიარდიანი კორპორაციები. დაფიქსირდა შარშან ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდა;

გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 107.6%-ით გადააჭარბა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2021 წელს, ზრდამ 182.5% შეადგინა. წელს არა მხოლოდ ვუბრუნდებით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არამედ მთავრობის სწორი სტრატეგიის შედეგად, რეკორდული მოცულობის შემოსავალს ველით ტურიზმის ინდუსტრიიდან: პირველი კვარტლის მდგომარეობით 1.2 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლეთ, რაც მნიშვნელოვანი აღდგენაა 2019 წელთან შედარებით. მიღებული შემოსავალი არის რეკორდული პირველ კვარტალში, თითქმის 800 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 38%-იანი მატებაა. საფუძვლიანი მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ვუმასპინძლებთ დაახლოებით 6 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს და ქვეყანა ელოდება დაახლოებით 4.5 აშშ დოლარის შემოსავალს, რაც 2019 წელთან მიმართებაში 134% მატებაა“, – განაცხადა პრემიერმა.

მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ შეძლო და საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა აქვს.რაც პრემიწერის თქმით, ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა.

„დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის შესახებაც, მინდა, აღვნიშნო. მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ ხუთ თვეში ჩვენ გვაქვს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც, დამეთანხმებით, რომ ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ შეძლო ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები, შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის თანახმადვე, 2023 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

მსგავსი პოსტები

Back to top button