ბოლქვაძემ წყვილებში პირველი გამარჯვება იზეიმა

18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის გოგონათა ტურნირის წყვილთა გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ბოლქვაძემ და ამერიკელმა კეტი მაკნეილიმ ჩინელ ჩაოს და ამერიკელ ლომერს 4:6, 6:3, 6:2 სძლიეს და მერვედფინალში გააღწიეს, სადაც მე-8 განთესვის მქონე ბრიტანულ-უნგრულ დუეტს (ბარეჯი-უდვარდი) ეთამაშებიან.

შეგახსენებთ, რომ ერთეულებში ბოლქვაძემ მერვედფინალს უწია, სადაც მე-8 ნომრად განთესილ ამერიკელ სოფია კენინთან 6:4, 3:6, 2:6 წააგო.

მსგავსი პოსტები

Back to top button