მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში მატარებელი ქალს დაეჯახა-დაშავებული საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურზე მატარებელი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელსაც, თვითმხილველების თქმით, სხეულის უმძიმესი დაზიანებები აღენიშნება. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

“112-ის მიერ სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა ასაკოვანი ქალბატონი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით, წვივის ზედა მესამედის დონეზე, ჰიპოვოლემიური შოკი. გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და სასიცოცხლო ჩვენებით გადადის საოპერაციო ბლოკში. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძომეა”- აცხადებს საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია

მსგავსი პოსტები

Back to top button