მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბორის წიკლაური რუსეთის სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია

რუსეთის ფედერაციაში, იტალიიდან ექსტრადირებული საქართველოს მოქალაქის სასამართლო პროცესი დაიწყო.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის მკვიდრის, წითელი ცირკულარით ძებნილი, ბორის წიკლაურის პირველი სასამართლო პროცესი, გუშინ 9 აპრილს ჩატარდა.

წიკლაურის ოჯახის წევრებს , საქმის მიმდინარეობის შესახებ, ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.
დეტალების გახმაურებაზე, ბრალდებულთან შეთანხმების გარეშე, უარს ამბობს წიკლაურის ადვოკატიც.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, დიმიტრი ნოზაძის განმარტებით, რუსეთის სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს.

” ჩვენ ჩართული ვართ საქმეში, მივმართეთ ყველა უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველსაც. თუმცა ჯერ ქმედითი ნაბიჯი, წიკლაურის სასარგებლოდ, არ გადაგმულა. რუსეთის სასამართლოსგან სამართლიანობის მოლოდინი არ მაქვს. ადამიანს უკვე მოხდილი აქვს სასჯელი და ხელმეორედ ასამართლებენ. დათქმულ ვადაზე ადრეც კი გადასცა იტალიამ რუსეთს. ფაქტი თვითონ ლაპარაკობს”- განაცხადა ნოზაძემ.

ბორის წიკლაურს რუსეთის ფედერაციაში 2001 წელს ჩადენილ გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავებიან, რისთვისაც მან სასჯელი უკვე მოიხადა, შემდეგ კი სახელმწიფო დუმის შეწყალების აქტით სრულად განთავისუფლდა.

ბორის წიკლაური, 2020 წელს იტალიის რესპუბლიკაში დააკავეს და რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ, თებერვლის თვეში, რუსეთის ხელისუფლებას გადასცეს.

რადიო ” ჰერეთი” ბორის წიკლაურის იტალიაში დაპატიმრებისა და მოსალოდნელი ექსტრადირების შესახებ ექსკლუზიურად, 2020 წლის სექტემბერში წერდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button