მნიშვნელოვანისპორტი
ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები გახდნენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, თელავში გამართულ შეხვედრაზე ნიდერლანდელი მორაგბეები დაამარცხა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში ქართველმა სპორტსმენებმა 48:15 გაიმარჯვეს.
მთელი შეხვედრის განმავლობაში ბორჯღალოსნები თამაშში უპირატესობას ფლობდნენ.
მატჩის პირველი ნახევარი 15:8 დასრულდა.
სამი ლელო მეტოქის ნახევარზე, დავით ნინაშვილმა, აკა ტაბუცაძემ და ვასკა ლობჟანიძემ დადეს.
თამაშის მეორე ნახევრის განახლების შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა 5 ლელოს დადება შეძლეს.
განსაკუთრებულად გამორჩეული დავით ნინიაშვილი იყო, რომელმაც ორი სოლო-რეიდი შეასრულა.
თითო-თითო ლელო კი აკა ტაბუცაძემ, გიორგი ჯავახიას და გიორგი გოგიჩაშვილმა დადეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის საჩემპიონო თასი გადაეცათ.