სპორტი

ბორჯღალოსნების და დრაკონების შერკინება

ხვალ, 21 ნოემბერს, ქართველი მორაგბეები უელსს ხვდებიან. შემოდგომის ერთა თასის მეორე მატჩი თბილისის დროით 21:15 საათზე ჰლანეჰლიში გაიმართება.

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა და 5 მორაგბის შეცვლის შესახებ დააანონსა.

რვა ერის გათამაშების პირველ რაუნდში ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისთან დამარცხდნენ, დრაკონებმა კი ირლანდიასთან წააგეს.

უელსისთვის ეს ზედიზედ მეექვსე მარცხია და ჩვენთან თამაში მათთვის დიდი მოტივაციაა

მსგავსი პოსტები

Back to top button