ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ თბილისში 2 სტუდენტ გოგონას

ამ დრომდე მაშველები უშედეგოდ ეძებენ 2 სტუდენტ გოგონას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან მარიამ ქუთელიას და ივლიტა ჯიბუტს. 

თვითმხილველთა ინფორმაციით, თბილისში წუხელ მომხდარი სტიქიის დროს ადიდებულმა მდინარე ვერემ 24 წლის ივლიტა ჯიბუტი გაიტაცა.

“სამნი იყვნენ ერთად გვიანობამდე. ეს ორი ჯგუფელი და ივლიტას მეუღლე. მერე სახურავზე ყოფილან და წყალმა რომ ძლიერად დაარტყა, ვეღარ გადაარჩინა მეუღლემ” აღნიშნავენ თვითმხილველები რადიო ჰერეთთან.

დღეს თბილისში სვანიძის ქუჩაზე კიდევ ერთი დაკარგული ქალბატონის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სავადრაუდოდ 65 წლის ლიანა ეგიაზაროვაა, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ოფიციალური ცნობებით, ამ დროისათვის თბილისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 8 ადამიანი, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. დაზარალებულია 40 ზე მეტი ოჯახი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button