მსოფლიოსიახლეები

ინდოეთში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასამის შტატში სტიქიამ 2 მილიონ ადამიანზე მეტი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ ათასობით სოფელი დატბორა. წვიმის სეზონი წელიწადის ამ დროს ინდოეთში ჩვეული მოვლენაა, თუმცა ამჯერად მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავება კორონავირუსის პანდემიის ფონზე უწევს.

შტატში 480 დროებითი ბანაკია გახსნილი, სადაც 60 ათას ადამიანზე მეტია განთავსებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button