მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. გავრცელებულ რუკაზე ჩანს, რომ განგაში არაა ხერსონის, ზაკარპატიესა და ჩერკოვეცკის ოლქებში, ასევე ოკუპირებული ყირიმის რეგიონში.

რუსი ოკუპანტებისგან კიევის რეგიონის გათავისუფლებიდან დღემდე, 1045 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი უკვე აღმოაჩინეს, გამოიკვლიეს და სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში გადაასვენეს. ამის შესახებ კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველადი ექსპერტიზის მიხედვით, მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან დაღუპულთა 75% ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ან სნაიპერული შაშხანიდან არის მოკლული.

დანარჩენები ნაღმებით და საარტილერიო დაბომბვის შედეგად გარდაიცვალნენ.

ნებიტოვმა აღნიშნა, რომ რეგიონში 300-მდე საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფი მუშაობს, მაგრამ კიევის რეგიონში დაღუპულთა საბოლოო რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. მისივე თქმით, ყველა ადამიანი ჯერ არ დაბრუნებულა სახლში.

გარდა ამისა, მისი თქმით, ადამიანები სარდაფებსა და ჭებში კვლავ პოულობენ დაღუპული და ნაწამები ადამიანების ცხედრებს, რადგან ოკუპანტები მიცვალებულთა დაკრძალვის უფლებას არ აძლევდნენ.

ასევე ნაპოვნია მასობრივი დასაფლავების ადგილები, რომელთა შესახებაც აქამდე უცნობი იყო.

„ბოროდიანკაში, ქალაქის საავადმყოფოსთან არის ორი მასობრივი საფლავი, სადაც საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ. ერთ საფლავში არის 6 ცხედარი – 4 მამაკაცი და 2 ქალი. მათგან ორი იდენტიფიცირებული არ არის. მეორე საფლავში 16 წლის გოგონას ცხედარია, რომელიც მშობლებთან ერთად წასვლას ცდილობდა, მაგრამ ისინი ავტომატით დაცხრილეს. რუსი სამხედროები განზრახ ესროდნენ მოქალაქეებს, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევდნენ და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ“, – აღნიშნა ნებიტოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button