მნიშვნელოვანირეგიონი

ბორჯომის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული

დღეს დილიდან, ბორჯომში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან შსს-ს თანამშრომლები იმყოფებიან. ისინი შენობის ორივე შესასვლელს აკონტროლებენ და თანამშრომლების გარდა შენობაში არავის უშვებენ. შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ მოქალაქეებსაც.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც მთავარი საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტია.

ზაზა ჩაჩანიძე “პატრიოტთა ალიანსის” წევრია. როგორც ცნობილია, მის იმპიჩმენტს მხარს “ქართული ოცნების” დეპუტაცია უჭერს, თუმცა გადაყენებისთვის საკმარისი ხმები ვერ გროვდება. ოპოზიციისა და თავმჯდომარის ინფორმაციით, ჩაჩანიძის წინააღმდეგ ხმის მიცემას საკუთარი თანაპარტიელებიც აპირებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button