ბორჯომში პოლიციელის თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში პოლიციელის თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა ბორჯომში დღეს მოხდა. 35 წლამდე პოლიციელმა, არსებული ინფორმაციით, თავი ჩამოიხრჩო.