ბორჯომში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს

20988573_1783695444992705_1404616999135071844_oბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს. ფოტო სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაავრცელა, რომელიც, როგორც თავად წერს, ამ წუთებში ბორჯომის პოლიციაში ჩვენების მისაცემად იმყოფება.

ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს.

უწყებაში თქვეს, რომ ფაქტის გამოძიება სოფელ დაბასთან ხანძრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button