ბოშათა ქორწილმა სოციალური ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა [Video]
ბოშათა მდიდრულმა ქორწილმა ინტერნეტმომხმარებლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. YouTube-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეორგოლმა 350 ათასი ნახვა დააგროვა.
მომხმარებელთა ყურადღების ცენტრში მდიდრული სუფრა, ახლადშეუღლებულების ნიშნობის ბეჭდები და ოქროს სირმებით გაფორმებული საქორწინო ტანისამოსი მოხვდა.
ასევე ვიდეოზე ასახულია კონკურსები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. ერთ-ერთ ეპიზოდში სტუმრები პატარძალს ძვირფას სამკაულებსა და 500-ევროიან კუპიურებს აყრიან.