ბოტსვანაში მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმაზი აღმოაჩინეს [Photo/video]

მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ალმასი ბოტსვანაში აღმოაჩინეს. 1,111 ათასი კარატის მასის მინერალი კაროვეს მაღაროში იპოვეს. ბოლო 110 წლის მანძილზე, ეს ალმასი ყველაზე დიდი აღმოჩენაა, – ნათქვამია კანადის კომპანია Lucara Diamond-ის პრეს-რელიზში.

ძვირფასი ქვა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ანალიზის ჩასატარებლად, კომპანიის კუთვნილ ლაზერულ მანქანაში არ ჩაეტია. Lucara Diamond-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მინერალი IIа-ს კატეგორიას ეკუთვნის, რომელიც ალმასების ხარისხის უმაღლეს კატეგორიას წარმოადგენს.

კომპანიაში აღნიშნეს, რომ მაღაროში კიდევ 2 ალმასი აღმოაჩინეს, რომელთა მასა – 813 და 374 კარატს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ალმაზი – “კულინანი” 1905 წელს, სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. მისი მასა 3,1 ათას კარატზე მეტს შეადგენდა. მოგვიანებით, იგი 96 წვრილ ბრილიანტად დაანაწევრეს. ამჟამად, ეს ძვირფასი ქვები ბრიტანული მონარქიის კოლექციაში ინახება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23478″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button