მნიშვნელოვანი

,,პრეზიდენტმა საზოგადოებაში დაგროვილი აგრესია მსხვერპლისკენ მიმართა“ – სოფო ხორგუანი

კრიზისების მართვის სპეციალისტი სოფო ხორგუანი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო, საზოგადოებაში არსებული მთელი აგრესია მოკლული ქალის დედისკენ მიმართა.

,,ეს იყო ყველაზე ცუდი განცხადება, რაც კი შეიძლებოდა მას გაეკეთებინა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მოხდა. მთელი ის  ბრაზი, რაც დაგროვილია საზოგადოებაში ამ ფაქტის გამო, მიმართა მოკლულის დედისკენ, პრაქტიკულად, მსხვერპლი ქალისკენ“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ და აღნიშნა, რომ ამით, პრეზიდენტმა მსხვერპლი ქალების მიმართ არსებული სტიგმა, კიდევ უფრო გააღრმავა.

,,პრეზიდენტი აპელირებს იმაზე, რომ მსხვერპლმა ქალმა განცხადება დაწერა და ითხოვა მეუღლის შეწყალება და ამან განაპირობა თურმე მისი [პრეზიდენტის] გადაწყვეტილება“, – აღნიშნა სოფო ხორგუანმა.

შეგახსენებთ, ვეფხია ბაქრაძე, რომელსაც 25 წლის გერის სასტიკი მკვლელობა ედება ბრალად, 2017 წლის 25 მაისამდე სასჯელს ძალადობრივი დანაშაულისთვის იხდიდა, თუმცა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა.

მოისმინეთ სოფო ხორგუანის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button