“ბრალდებას საქმე ხუხულასავით დაენგრა” – გიორგი სიბაშვილი [Audio]
კახეთის ყოფილის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის გიორგი სიბაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” თავად გიორგი სიბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, “ბრალდებას საქმე ხუხულასავით დაენგრა”. გიორგი სიბაშვილისთვის უცნობია, აპირებს თუ არა პროკურატურა საქმის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას, თუმცა ამბობს, რომ მინიმუმ აუცილებლად მოუწევს პატივისა და ღირსების შელახვის გამო შესაბამისი სარჩელის წარდგენა.
სიბაშვილი მის წინააღმდეგ მიმართულ პროცესებს საქმის დაწყებიდან დღემდე ანგარიშსწორებად აფასებდა.
პროკურატურამ გიორგი სიბაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2013 წლის 30 იანვარს მისცა. სიბაშვილს ბრალი 5 ეპიზოდით ჰქონდა წარდგენილი. რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობდა.
თუმცა, როგორც საქმის მრავალწლიანმა განხილვამ დაადასტურა, აღნიშნული საქმის არცერთ ეპიზოდში სიბაშვილს ბრალი არ დაუმტკიცდა.
გიორგი სიბაშვილი_ხმა