“ბრალდებულები დაკავებული არ არიან კადრების ატვირთვის ფაქტზე”

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია ზურაბ ჯამალაშვილის და ირაკლი ფხალაძის დაკავების მიზეზი.

“საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე, და არა მათი ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტზე როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააშუქეს.

მათი დაკავებისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა უახლოეს ხანში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button