მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბრალდებული ბებია საჯარო სკოლას ვიდეომასალის დამალვაში ადანაშაულებს

ლაგოდეხში, ორი მოსწავლის თავისუფლების შეზღუდვისთვის ბრალდებული ქალი, ერთ- ერთ საჯარო სკოლას, ვიდეო მტკიცებულების დამალვაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, მეექვსეკლასელებთან ინციდენტს, წინ ძალადობა უძღოდა, რა დროსაც კლასელებმა, მის შვილიშვილს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გოგონების შეურაცხყოფისათვის, ბოდიში დაჩოქილს მოახდევინეს.

რადიო ჰერეთმა მოიპოვა ვიდეო- მასალა, სადაც ასახულია, როგორ უსწორდება მეექვსეკლასელ ბიჭს, ორი თანატოლი და მას ბოდიშის მოხდას აიძულებს. ვიდეო- მასალაში გარკვევით ჩანს, მოსწავლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე მუხლებზე დაჩოქილი ბოდიშიც.

ბრალდებული ქალი, სწორედ იმ არასრულწლოვანი ბიჭის ბებიაა, რომელსაც თანატოლები ამ ფორმით გაუსწორდნენ.

ინციდენტის შემდეგ, ბებიამ შვილიშვილის კლასელები აიძულა, ბოდიში დაჩოქილებს მოეხადათ, ხოლო ერთ- ერთი არასრულწლოვანის დედამ, ფაქტი ტელეფონით გადაიღო.

სკოლის მანდატურმა,სადაც მოზარდები სწავლობენ, პოლიციას მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა და მტკიცებულებად, მოზარდის მშობლის მიერ გადაღებული ვიდეო დაურთო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს.

21 მარტს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდებულ ბებიას 4 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქალს 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button