ბრაზილია ზიკის ვირუსმა მოიცვა – ათასობით ბავშვი პატარა თავით იბადება [Photo/Video]
ბრაზილაში მიკროცეფალიის შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ეs დაავადება ახალშობილებს დედებისგან გადაეცემათ, რომლებიც ზიკას ვირუსის მატარებლები არიან, – იუწყება ბრაზილიური ტელეარხი Globo.
მიკროცეფალია – პათოლოგიურად პატარა ზომის თავის ქალაა, რომლის გარშემოწერილობა ნორმაზე 2-3-ჯერ ნაკლებია. მიკროცეფალიის დროს თავის ტვინიც მცირე ზომისაა და სულ 500-600 გრამს იწონის.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2015 წლის 22 ოქტომბრიდან ქვეყანაში მიკროცეფალიის ნიშნებით, რომელსაც ზიკას ვირუსს უკავშირებენ, 3893 ბავშვი დაიბადა.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აღნიშნული ვირუსი შვილს დედისგან პლაცენტით გადაეცემა. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ვირუსის გადაცემა იმუნური უჯრედების მეშვეობით ხდება.
ეპიდემია უკვე კოლუმბიაშიც გავრცელდა. იქ ზიკას ვირუსით ინფიცირებულ ქალთა რიცხვმა 13 ათასს მიაღწია.
არსებულ საგანგაშო ფაქტებთან დაკავშირებით, აშშ-ის ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლის ცენტრმა ორსულ ქალებს ლათინურ ამერიკაში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია. გაფრთხილება ეხება: ბრაზილიას, კოლუმბიას, სალვადორს, გვატემალას, ფრანგულ გვიანას, ჰაიტის, მექსიკას, პანამას, ჰონდურასს, პარაგვაის, სურინამს, ვენესუელასა და პუერტო-რიკოს.
ზიკას სინდრომი უკურნებელი სენია. დღესდღეობით მისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება არსებობს – აღნიშნული ვირუსის გადამტან კოღოებთან ბრძოლა.
ზიკას ვირუსი Flaviviridae-ს ოჯახის აბროვირუსულ ინფექციას განეკუთვნება. მისი გადამტანი Aedes გვარის კოღოა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27763″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]