მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,ბრაზილიაში ჩასვლამ, შესაძლოა, სამიტის მუშაობას ხელი შეუშალოს,,-პუტინი G20-ის სამიტზე, არ გაემგზავრება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ წავა „დიდი ოცეულის” (G20) სამიტზე ბრაზილიაში, სადაც ის ჰააგის სასამართლოს ორდერით უნდა დააკავონ. ამის შესახებ პუტინმა BRICS-ის წევრი ქვეყნების ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი განცხადებით, ბრაზილიაში ჩასვლამ, შესაძლოა, სამიტის მუშაობას ხელი შეუშალოს, ასევე პრობლემები შეუქმნას ბრაზილიის პრეზიდენტს, რომელთანაც პუტინს კარგი ურთიერთობა აქვს.
კითხვაზე, წავა თუ არა ის ბრაზილიაში მასზე გაცემული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გათვალისწინებით, პუტინმა უპასუხა: „რა, სპეციალურად წავალ იქ, რომ ამ ფორუმის ნორმალური მუშაობა დავარღვიო?“

„ხომ ყველას შესანიშნავად გვესმის, რომ ეს სსსს-ც [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო] რომ გამოვრიცხოთ, ყველა საუბარი მხოლოდ ამაზე იქნება. ფაქტობრივად ჩავშლით „ოცეულის“ მუშაობას. რისთვის?

ვიპოვით ვინმეს, ვინც მაღალ დონეზე ღირსეულად წარადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ბრაზილიაში“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button