ბრაზილიაში დედამ შვილი ჰომოსექსუალობის გამო მოკლა და შემდეგ დაწვა [Photo/Video]

ბრაზიალიაში 32 წლის ტატიანა ლოსანო პერეირამ 17 წლის შვილი – იტაბერლი პერეირა იმიტომ მოკლა, რომ იგი გეი იყო. შოკისმომგვრელი ამბავი სან-პაულუს გარეუბანში, ქალაქ კრავინიუსში მოხდა, სადაც 30 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, – იუწყება ბრაზილიური მასმედია.

გამოძიების შედეგებით, დედამ შვილის მოსაკლავად ჯერ მოზარდები წააქეზა, მაგრამ ისინი აღნიშნულ ამოცანას ვერ გაუმკლავდნენ. ამის შემდეგ ტატიანამ საქმეში შვილის მამინაცვალი ჩართო. ცნობილი გახდა, რომ ოჯახში გაუთავებელი კონფლიქტების გამო იტაბერლი მამასთან და ბებიასთან ცხოვრობდა.

დედამ მოზარდი თავის სახლში შეგნებულად შეიტყუა, სადაც მას ორი დაქირავებული კაცი დაახვედრა. მათი განცხადებით, იტაბერლი მხოლოდ „ჭკუის სასწავლებლად“ გაკოჭეს, მაგრამ ქალმა მისი მოკვლა უბრძანა. როცა მათ უარი განაცხადეს, დედამ დანა აიღო და ბიჭს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

მოგვიანებით ტატიანამ და მისმა მეუღლემ იტაბერლი ბუჩქნარში გადაიყვანეს და დაწვეს. სამართალდამცველებმა მოზარდის დანახშირებული ცხედსრი ერთი კვირის თავზე იპოვეს.

დედა ამბობს, რომ მისი ვაჟი ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა და სახლში მამაკაცები მიჰყავდა. ქალის ადვოკატების მტკიცებით, შვილი დედას თავს დაესხა და უკანასკნელმა თავდაცვის მიზნით იმოქმედა.

მოზარდის ნათესავები (მამის მხრიდან) აცხადებენ, რომ იგი ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ მოიხმარდა და დედამ იმიტომ მოკლა, რომ შვილი არატრადიციული ორიენტაციის გამო შეიძულა.

[print_gllr id=51739]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button