მსოფლიოსიახლეები

ბრაზილიაში რკინის მადნის მაღაროში რეზერვუარი ჩაინგრა

ბრაზილიაში 300-მდე დაკარგულ მუშას ამ დრომდე ეძებენ. ქვეყნის სამხრეთ რეგიონში რკინის მადნის მაღაროში რეზერვუარი ჩაინგრა, რის შედეგადაც ტალახის მასამ მაღაროს სასადილო დაფარა. სასადილოში ასობით მუშა იმყოფებოდა.

ადგილზე ჯერჯერობით 9 ცხედარი იპოვეს. სამაშველო ჯგუფები ვარაუდობენ, რომ ტრაგედიას შენობაში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაურჩებოდა.

მაღაროს მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ავიაციის დახმარებით მიმდინარეობს.

რამ გამოიწვია ბრაზილიის უმსხვილესი სამრეწველო კომპანიის მიერ კუთვნილი საცავის ჩამოშლა, უცნობია.

ტრაგედიის ადგილზე დღეს ბრაზილიის პრეზიდენტს ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button