ბრაზილიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. შუა ხნის მამაკაცი ქალაქ კამპინის საკათედრო ტაძარში შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და 4 ადამიანი მოკლა. სროლის შედეგად დაშავდა კიდევ 4 მომლოცველი.
ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელი დაჭრა, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა. პოლიციის ინფრომაციით, თავდამსხმელი 49 წლის ადგილობრივი მცხოვრები იყო. მას კრიმინალური წარსული არ აქვს.
დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.