მსოფლიოსპორტი

ბრაზილიაში საფეხბურთო სტადიონები გულშემატკივრებისთვის იხსნება

ბრაზილიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფეხბურთის სტადიონებს უფლება ექნებათ, გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების საშუალება მისცენ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად მაყურებლებით სტადიონების მხოლოდ 30%-ს შეავსებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რიო-დე-ჟანეიროს მარაკანას სტადიონზე 25 000 ადამიანს შეეძლება დასწრება.

BBC-ი წერს, რომ ქალაქის მთავრობას აღნიშნულ გადაწვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება აქვს. ბრაზილიის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ბელო-ჰორიზონტეს ადგილობრივი ხელისუფლება სტადიონებზე გულშემატკივრების დაბრუნების წინააღმდეგია.

ცნობისათვის, ბრაზილიაში კორონავირუსის 4.5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 138 000-ზე მეტი ადამიანი დაღუპულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button