მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

ფეხბურთის მეფე პელე გარდაიცვალა

ფეხბურთის მეფე, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, 82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მას მიენიჭა მსოფლიო რეკორდი 1,281 გოლის გატანა 1,363 მატჩში 21 წლიანი კარიერის განმავლობაში, მათ შორის 77 გოლი თავისი ქვეყნის 92 მატჩში.

პელე ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო, 1958, 1962 და 1970 წლებში აიღო თასი.ის 2000 წელს ფიფას საუკუნის ფეხბურთელად დასახელდა.

 ბოლო წლებში მას აწუხებდა თირკმელებისა და პროსტატის პრობლემები.ცნობილია, რომ ის ებრძოდა კიბოს, ასევე ჰქონდა გულის პრობლემები.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს 2021 წელს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. 2022 წლის დასაწყისში მისი მდგომარეობა გაუარესდა, ცოტა ხნის წინ კი პელე სან-პაულუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, პელემ ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქვეყნის კლუბ Bauru-ში დაიწყო. ამის შემდეგ კი 1956-1974 წლებში Santos-ის ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც 636 მატჩი ითამაშა და 618 გოლის გატანა შეძლო. პელეს საფეხბურთო კარიერის მომდევნო ეტაპი New York Cosmos-ს უკავშირდება. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ამ კლუბის ღირსება 64 შეხვედრაში დაიცვა და მისი მაისურით 37 გოლი გაიტანა.

ბრაზილიის ნაკრებში პელე 1957-1971 წლებში თამაშობდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button