
ბრაზილიის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ განათლების სისტემის დაფინანსების შეზღუდვის გასაპროტესტებლად, ქვეყნის 200-ზე მეტ ქალაქში გამოსული ათასობით ადამიანი, ,,იმბეცილებად” და ,,სასაგებლო იდიოტებად” მოიხსენია. მანიფესტაციაში პედაგოგები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

Pilar Olivares/Reuters
„ისინი სასარგებლო იდიოტები და იმბეცილები არიან, რომლებსაც ჭკვიანი პატარა უმცირესობები მანევრირებად მასად იყენებენ“, – განაცხადა ბოლსონარომ.

Adriano Machado/Reuters
მასობრივი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრაზილიის განათლების მინისტრმა რთული საგადასახადო-საბიუჯეტო მდგომარეობის მოტივით, განათლების დისკრეციული ხარჯების მეოთხედი ნაწილის გაყინვის შესახებ განაცხადა.
ეს ყველაზე დიდი პროტესტია, რაც ბოლსონაროს პოლიტიკის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.