ბრაზილიის სენატმა დილმა რუსეფს იმპიჩმენტი გამოუცხადა

ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტ დილმა რუსეფს იმპიჩმენტი გამოუცხადა. რუსეფის გადადგომას 61-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტისთვის საჭირო იყო სულ მცირე 54 ხმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ ცხარე დებატებს თავად დილმა რუსეფი ესწრებოდა. უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტი 50-ზე მეტი სენატორის შეკითხვებს პასუხობდა.

დილმა რუსეფის ვადის ამოწურვამდე ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობებს ვიცეპრეზიდენტი მიშელ ტემერი შეასრულებს.

სენატმა დილმა რუსეფი საბიუჯეტო კანონმდებლობის დარღვევაში ცნო დამნაშავედ, კერძოდ, პრეზიდენტი 2014 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ქვეყნის ბიუჯეტის რეალური დეფიციტის დამალვაში დაადანაშაულეს.

თავად დილმა რუსეფი აცხადებდა, რომ უდანაშაულოა. ის თავის მეტოქეებს პოლიტიკურ თაღლითობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცელობაში ადანაშაულებდა. დილმა რუსეფის ადვოკატი სენატის გადაწყვეტილების ბრაზილიის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button