ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბრაზილიის ოთხ ციხეში მომხდარ არეულობებს ათობით პატიმარი შეეწირა. CNN-ის ცნობით, დაღუპულთა ოდენობა 57 კაცია. ოთხივე ციხე, ამაზონასის შტატის ქალაქ მანაუსში მდებარეობს.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ არეულობა კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგია. იუსტიციის სამინისტრომ ციხეებში ფედერალური ძალები გაგზავნა.