მნიშვნელოვანისიახლეები

ბრძოლა და უწყვეტი პროტესტი ახალი არჩევნების მოპოვებისთვის გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში

ოპოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ კვლავ რჩება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჭავჭავაძის გამზირზე დაანონსებული 24-საათიანი აქციის დრო ამოიწურა.

“ჩვენ მიერ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე”,- აცხადებს მელია.

მისივე თქმით, ბრძოლა ახლა არჩევნების ჩატარების მოპოვებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

“უწყვეტს პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზევე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება”

პროდასავლური ოპოზიციური ძალების ლიდერებმა განცხადება პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ბრძოლა ახალი არჩევნების მოპოვებისთვის გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში.

ნიკა მელია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც დღეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა:

“ადეკვატური იქნება ძალიან მოკლედ გამოვეხმაუროთ, ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებას. ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით მის პოზიციას. კერძოდ ძალიან მოკლედ, არაღიარება გაყალბებული არჩევნების რჩება ძალაში. არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული არცერთ დონეზე. არც საერთაშორისო დონეზე, არც საქართველოში. არ აღიარებს მას არცერთი ოპოზიციური პარტია, არანაირი სამოქალაქო საზოგადოება და თავად ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად ბრძოლა ახალი არჩევნების ჩატარების მოპოვებისთვის გრძელდება ყოველ დღიურ რეჟიმში. ჩვენ გვაერთიანებს ძალა, რომელიც ბრაზიდან გადაიზარდა დიდ მოტივაციაში. ჩვენ შევთანხმდით იმ მომავალზე რომელშიც აქ მყოფი და აქ მდგომი ადამიანი და მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეს მომავალი დანახული აქვს ისეთი სადაც საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს ამ სახელმწიფოს ბედს და არა ოლიგარქი და მისი კლანი. შესაბამისად ჩვენს მიერ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. თქვენ გუშინ ჩვენგან მოისმინეთ რომ 24 საათის განმავლობაში გაგრძელდებოდა პროტესტი აქ. 8 საათიდან 8 საათამდე. მაგრამ ჩვენ ამ უწყვეტ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება, ბრძოლის მუხტი გაიზრდება. მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი იყოს მოცული პროტესტით, არა მხოლოდ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია. ” – განაცხადა ნიკა მელიამ

“ეს პროტესტი საერთოა… გელოდებით ყველას. ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში, არ ვაძლევთ გასანძრევს “ქართულ ოცნებას…”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საუბრობს და აქციის მონაწილეებს მიმართავს.

“ხმა ყველას წაგვართვა “ქართულმა ოცნებამ”, ზოგიერთს ფიზიკურადაც.

სახელმწიფოებრივად და ისტორიულად სწორი განაცხადება, რომელიც გააკეთა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, დიდი მადლობა მას ამისთვის.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი. ჩვენ თავებს არ ვითვლით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრნი. ჩვენ არ ვართ ვაკე-საბურთალოს პროტესტი, არც თბილისის, ჩვენ ვართ მთელი საქართველოს პროტესტი, არამარტო დღევანდელი თაობების, არამედ ჩვენი წინაპრების და ჩვენი მომავალი თაობების პროტესტი, ამიტომ მოვიდეთ, შევიკრიბოთ, გავიშალოთ და მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ვაჩვენოთ “ქართულ ოცნებას”, რომ არ იქნება გაყალბებული არჩევნების შედეგად აღიარებული პარლამენტი, არამხოლოდ ჩვენი უცხოელი თანამეგობრობის, არამედ ქართველი ხალხის, თბილისის თუნდაც მიერ აღიარებული პარლამენტი.

გელოდებით ყველას. ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში არ ვაძლევთ გასანძრევს “ქართულ ოცნებას”, მის გაყალბებულ პარლამენტს, მოგონილ ხელისუფლებას და რუსულ რეჟიმს. ჩვენ მივდივართ ევროპაში, მივდივართ ვარაზის ხევის, გმირთა მოედნის, სანაპიროების, ბათუმის, ქუთაისის და ყველა იმ გზის გავლით, რომელიც ამ ქვეყანაშია. მივდივართ შავი ზღვის გავლით. ეს ქვეყანა ჩვენია. ყველა გზას დავიჭერთ ჩვენ. არ გაგატარებთ, არ მიგიშვებთ, არცერთ მიმართულებამდე, რომლითაც ქვეყანას წაიყვანთ რუსეთში. ჩვენი ადგილია აქ. ეს პროტესტი საერთოა, მოდით, გელოდებით, დავიკავოთ მთელი ქალაქი იმიტომ, რომ ეს ქალაქიც, ეს ქვეყანაც და ამ ქვეყნის მომავალიც ჩვენია. ჩვენ მივდივართ ევროპაში, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებმა ცოტა ხნის წინ თსუ-სთან უწყვეტი პროტესტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად გუშინდელი ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.
პროდასავლური ოპოზიციური ძალების ლიდერებმა განცხადება პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ბრძოლა ახალი არჩევნების მოპოვებისთვის გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი 17 ნოემბერს გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის – “დაიბრუნე ხმა” მონაწილეებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button