ბრძოლა “რუსთავი 2-ის” წილებისთვის
თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა აქციის ფონზე განიხილავს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელს „რუსთავი 2“-ის წილის დაბრუნების შესახებ.
სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის,“ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წევრებიც. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვას აკვირდებიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
დღეს პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობა დადგება. ადვოკატი მოსამართლე ურთმელიძის აცილებას და პროცესის გადადებას მოითხოვს კერძო აუდიტორული კომპანიის დასკვნამდე, რომელმაც უნდა შეისწავლოს ქიბარ ხალვაშის წილის ოდენობა 2005 წელს.
გთავაზობთ კომენტარებს, რომელიც “რუსთავი 2”-ს საქმეზე კეთდება:
“ველოდებით რაღაცას ძალიან ცუდს, ეს ცუდი არის ის, რომ მოსპონ “რუსთავი 2,”- განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.
“მიყვარს “რუსთავი 2″ და ამიტომ ნუ დამსჯიან” – “რუსთავი 2-ის” მხარდამჭერი.
“მე დღეს აქ არ ვიცავ “რუსთავი 2-ს,” მე ვიცავ ჩემს ქვეყანას” – თამარ ჩერგოლეიშვილი.
“მოსამართლე ურთმელიძემ ეს საქმე უნდა აიცილოს,”- ნიკა გვარამია.
“ეს არის დავა ბიძინა ივანიშვილსა და “რუსთავი 2-ს” შორის” – ნინია კაკაბაძე.
“ვფიქრობ, ყველანი უნდა დავდუმდეთ და დაველოდოთ სასამართლო პროცესს” – თინა ხიდაშელი.
“ეს საკითხი პოლიტიზირებულია” – თამარ კინწურაშვილი.
“თუ მას პროცესის მიმართ უნდა, რომ ნდობა იყოს მაღალი მან თავი უნდა აიცილოს,”- ეკა გიგაური.
“მოვედი ჩემი კოლეგების და მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად” – ეკა მიშველაძე.
“თუ ქვეყანაში კრიტიკული მედია არ იქნება ქვეყანას მომავალი არ აქვს,”- ზურაბ ჯაფარიძე
“დღეს ხდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლა” – ზაზა ხატიაშვილი.