მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს” – უკრაინა აცხადებს, რომ ხერსონი არ დაუკარგავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქალაქი ხერსონი რუსებმა აიღეს.

“ჩვენი ბრიგადის ინფორმაციით, ბრძოლები ახლა მიმდინარეობს. ქალაქი სრულად არ არის დატყვევებული, ზოგიერთი ნაწილი ჩვენი კონტროლის ქვეშაა”, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონს ისინი აკონტროლებენ და ქალაქი სრულად აიღეს. ქალაქ ხერსონში ბოლო დღეების მანძილზე ბრძოლა და დაბომბვა არ წყდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button