მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

BREAKING: ბიძინა ივანიშვილს ევროპარლამენტმა წითელი შუქი აუნთო

ივანიშვილის სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

430 მომხრე, 52 წინააღმდეგი. ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ევროპულ საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში პირველადაა მოხსენიებული არა როგორც “ყოფილ პრემიერ-მინისტრად”, არამედ “ოლიგარქად”.

ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში არ იყო. შესწორება #6-ში, რომლის ავტორიცაა ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატი მირიამ ლექსმანი, წერია:

“ევროპის პარლამენტი იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორებისადმი, მიიღოს საჭირო ზომები. მათ შორის, დაუწესოს პერსონალური საქნციები ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე.

რეზოლუციის კიდევ ერთი ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მას სთხოვენ, “გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება” მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და ასევე შეიწყალოს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ მხოლოდ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ შეძლებს ქვეყანა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიის პრიტორიტეტებს შორისაა: სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური ზეგავლენისგან, მედიის თავისუფლების დაცვა და დეოლიგარქიზაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button