BREAKING: ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტ ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელ ტურისტ ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს.
შემთხვევა 4 სექტემბერს მოხდა. გერმანელი ტურისტი ცოლ- ქმარი, შავი კლდეების ტბაზე ღამეს ათევდა, სადაც ქალზე, სავარაუდო ძალადობა განხორციელდა.
პოლიციას მომხდარის შესახებ თავად წყვილმა შეატყობინა.
ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ტურისტზე მოძალადე, ერთ-ერთი ადგილობრივია, რომელიც ტბაზე, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
რადიო ჰერეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა.
ჰერეთი მეტი დეტალის გარკვევას ცდილობს და ამ წუთებშიც აზუსტებს ინფორმაციას.