მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

BREAKING: ყვარელში დაუდგენელი უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში, ჯერ დაუდგენელი დანიშნულების საფრენი აპარატები ჩამოვარდა.

სოფელ კუჭატანში ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, მაია მედოიძე, რადიო ” ჰერეთთან” ამბობს, რომ სოფელში დაუდგენელი სახის ჭურვი ჩამოვარდა.

მისი თქმით, დაშავებულები არ არიან, რადგან ჭურვი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

“ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად, დაშავებულები არ არიან, რადგან დაუსახლებელ ადგილას დაეცა. აფეთქების ხმა გავიგეთ, კვამლი შევამჩნიეთ და მოვედით. შესაბამისი სამსახურები არიან და არკვევენ. ვფიქრობდით, რომ სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვია, მაგრამ კუჭატანთან ახლოს არ არის და დაადგენენ, როგორ ჩამოვარდა სწორედ აქ” – განაცხადა მედოიძემ.

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით კი კახეთში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდა
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს” – იუწყება სამინისტრო.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button