
ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ბრედ პიტმა, ლოს ანჯელესში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ, მადლიერების დღესთან დაკავშირებით სიურპრიზი მოუწყო.
მან გაჭირივებულ ოჯახებს საკვები დაურიგა. ბრიტანული მედიის მიერ გარცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბრედ პიტი თავად ატარებდა პროდუქტებით დატვირთულ მანქანას, შემდეგ თავად გადმოჰქონდა იქიდან ყუთები და სახლებში არიგებდა.
თავდაპირველად ადამიანები ვერ მიხვდნენ, თუ ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო მათ წინაშე, ბრედს ფოტოები “დეილი მეილის” პაპარაცებმა გადაუღეს.
შეერთებულ შტატებში მადლიერების დღე ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება. ამ დღეს ოჯახები და მეგობრები ერთად იკრიბებიან და ტრადიციულ კერძებს მიირთმევენ.