![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/11/bradley-cooper-lady-gaga-face-eyes.jpg)
Shallow-ს დოლბის თეატრის სცენიდანაც მოვისმენთ. A Star Is Born-ის შეუდარებელი წყვილი ოსკარის ნომინანტ სიმღერას კინოაკადემიის 2019 წლის დაჯილდოებაზეც შეასრულებს ერთად.
ლედი გაგა ფილმში A Star Is Born შესრულებული როლით წლევანდელი ოსკარის ერთ-ერთი ფავორიტია. კრიტიკოსების თქმით, პოპ ვარსკვლავისგან ნამდვილი კინოვარსკვლავი დაიბადა.
ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოება 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.