Brexit-ი დიდ ბრიტანეთში ავტომობილების ფასის ზრდას გამოიწვევს

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების გადაწყვწტილება, ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე, საავატომობილო ბაზრის ფასებზე მნიშვნელოვნად აისახება, განაცხადა ფრანგული საავტომობილო კონცერნ PSA Peugeot Citroën-ის მეთაურმა კარლოს ტავარესმა, – გვაცნობებს გამოცემა Financial Times.
ტავარესის თქმით, მოსალოდნელია, რომ უცხოელი მწარმოებლები ფასებს აუწევენ, რათა გირვანქის ვარდნის გამო ზარალი არ მიიღონ.
ფრანგული კომპანია ერთადერთი არაა, რომელიც Brexit-ით გამოწვეულ შედეგებს ებრძვის, – აღნიშნავს Financial Times. დიდ ბრიტანეთში Nissan-ის, Honda-სა და Toyota-ს წარმოება მნიშვნელოვანწილად ერთიან ევროპულ ბაზარზეა დამოკიდებული. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პერსპექტივაში მათი ქარხნების მომავალი ბრიტანეთის ხელთაა, რომელსაც ამჟამად, ევროპის ბაზრებთან ერთად სავაჭრო ბარიერების დადგენა შეუძლია.
კონცერნ General Motors-მა, რომელიც დიდი ბრიტანეთში Vauxhall-ის ბრენდის მფლობელია, გასულ კვირას განაცხადა, რომ გაცვლითი კურსის ჩავარდნის გამო, წლის მეორე ნახევარში, მას Brexit-ით გამოწვეული შედეგები $400 მილიონი დაუჯდება.