მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

BRICS-ის თამაშებში არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობს-“ეხო კავკაზას” ცნობით, ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა ყაზანში მიმდინარე თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვეს

ქართველი სპორტსმენები ვალერი იარღანაშვილი, თამაზ ბედინაძე, ვახტანგ ტაბარუკიშვილი და ზურაბ ჩაგელიშვილი რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე BRICS-ის თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ტურნირის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენებს უნდა ეასპარეზათ აზიური ხალხური ჭიდაობის სახეობა კურაშში. “ეხო კავკაზას” ცნობით, ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა ყაზანში მიმდინარე თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ტურნირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენები ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობაში უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა, როგორც ფედერაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიტაშვილმა Exo Kavkaza-ს უთხრა, რომ “მოხდა გაუგებრობა”

საქართველოს ფედერაციამ ტურნირში მონაწილეობაზე მოწვევა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიიღო. სპორტსმენებმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობაზე უარი თქვეს მას შემდეგ, რაც დააზუსტეს ინფორმაცია თამაშებზე და გაიგეს, რომ მათში მონაწილეობას იღებდნენ მათ შორის სპორტსმენები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

მანამდე ტურნირის საიტზე გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია სამბისტების, ელენე ქებაძისა და ნინო ოძელაშვილის მონაწილეობის თაობაზე. მათ განაცხადეს, რომ არ მიემგზავრებიან ყაზანში.

აქედან გამომდინარე, BRICS-ის თამაშებზე, 19 ივნისის მონაცემებით, არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ იღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დროშა გამოჩნდა სცენაზე გახსნის ცერემონიალის დროს – მის გვერდით იყო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დროშებიც.

13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ბრიქსის (BRICS) ქვეყნების სპორტულ ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიც მონაწილეობენ.
დროშასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სამბოს ფედერაციაში გვითხრეს, რომ სახელმწიფო სწავლობს ამ საკითხს:

„ვარკვევთ ამ საკითხს, სამინისტროს, ყველა ჩართულია, ვინ ვის რა შეთავაზება მისცა, რა როგორ იყო. გავარკვევთ ყველაფერს დეტალურად. ასეთ რაღაცაზე, მით უმეტეს საქართველოდან იქ, სადაც წართმეული და ოკუპირებული ტერიტორიების დროშებია, საუბარიც ზედმეტია“, – ამბობენ ფედერაციაში.
BRICS-ის ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია წელს ყაზანში, 12-23 ივნისის პერიოდში ტარდება.
ბრიქსი (BRICS) ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაა. ორგანიზაცია 2006 წელს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის მონაწილეობით გამართულ პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე ჩამოყალიბდა. 2010 წელს მას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც შეუერთდა. 2017 წლიდან კი ყოველწლიურად ბრიქსის თამაშები იმართება.
შეგახსენებთ რუსეთმა „ბრიკსის თამაშებში“ აფხაზი სპორტსმენები 2023 წლის ბოლოს მიიწვია.

„ბრიკსის თამაშები“ არის „ბრიკსის“ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული სპორტული ღონისძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button